NBA-ის კალათბურთელები ქალთა გაძლიერებისთვის
Your browser doesn’t support HTML5
ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელები - რუთი ბოლტონი და შერი სემი საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ ქუთაისში კალათბურთის სკოლის მოსწავლეებთან საჩვენებელი ვარჯიში გამართეს და წყალტუბოში ბანაკ „LIFE“-ის ქართველ, აზერბაიჯანელ და სომეხ მონაწილეებს შეხვდნენ. ამერიკელი კალათბურთელების ვიზიტი 27 ივლისამდე გაგრძელდება.