ქალები შორი გზიდან სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად

Your browser doesn’t support HTML5

„ექსპო ჯორჯიას“ პავილიონში ასეულობით ქალი 17 ნოემბერს თითქმის ერთ საათს ელოდებოდა სალომე ზურაბიშვილის გამოჩენას. ბევრი მათგანი ძალიან შორი გზიდან იყო ჩამოსული. „ქალები სამართლიანობისთვის“ მხარდაჭერას უცხადებს სალომე ზურაბიშვილს და არ მალავს, რომ მასშტაბური არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკასთან კავშირშია. გაცხადებულ მიზნებს შორის სახელდება პოლიტიკაში ქალების როლის გაძლიერება, განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკის ლობირება, სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ზრუნვა თუ ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობა. 17 ნოემბერს, მასშტაბური თავყრილობის მონაწილეებს შორის „ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატები და მუნიციპალიტეტების მერიისა თუ საკრებულოს წარმომადგენლებიც იყვნენ. უნდა გაიმარჯვოს სალომე ზურაბიშვილმა და აღარ უნდა დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“ - ასეთი იყო დარბაზის სულისკვეთება. „ქართულმა ოცნების“ წარმომადგენლებმა გაბრაზებულ ამომრჩევლებს უკეთესი მომავლის დაპირებაც მისცეს. შეხვედრის შემდეგ, შორი გზიდან ჩამოსული ქალები ისევ ორგანიზებულად, მიკროავტობუსებით დაბრუნდნენ შინ.