„მე გავიმარჯვე“ - რას ყვებიან ქალები, რომლებსაც ინტიმურ კადრებს უვრცელებენ

Your browser doesn’t support HTML5

თითქმის ყოველ მეორე კვირას ვიღაცას აკავებენ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ან შანტაჟის ბრალდებით. დანაშაულის მსხვერპლები უმეტესად ქალები არიან. საქართველოში ამ დანაშაულის ყველაზე პატარა მსხვერპლი 9 წლისაა, ყველაზე ხანდაზმული 84-ის.

„მე გავიმარჯვე, ძლიერი აღმოვჩნდი, მაგრამ ყველა ვერ პოულობს ამ ძალას“, - მეუბნება ნინო, რომელსაც სოციალური ქსელის ერთ-ერთი დახურული ჯგუფის საშუალებით დავუკავშირდი.