„დღეს აიკიდე“ ანკა გუჯაბიძისა და სალომე ასათიანის პროექტია, რომელიც კარანტინის დროს გამძაფრებულ შფოთვებსა და ფობიებს ვიზუალურად და ტექსტით ასახავს. ეს ნამუშევარი იმ პროექტის ნაწილია, რომელიც თბილისის ფოტოფესტივალის წლევანდელ პროგრამაშია და რომლის დროსაც ქალები - ვიზუალური არტისტები და მწერლები - კარანტინის პერიოდში ერთობლივ ნამუშევრებს ქმნიდნენ.
სარეზიდენციო პროგრამაში 20-მა ქართველმა ხელოვანმა მიიღო მონაწილეობა - ფოტოსერიებით, ვიდეოპროექტებით და ტექსტით. ნამუშევრები ავტორთა პირად გამოცდილებას ეფუძნება და პანდემიის დროს საზოგადოებაში შექმნილ განცდებსა და განწყობებს გამოხატავს.
მეტი ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ ამ ბმულზე.