უკრაინული ქალაქები და დასახლებები, რომლებიც 2024 წელს რუსეთმა დაიპყრო

დონეცკის რეგიონის ქალაქი ვუგლედარი 2024 წლის ოქტომბერში დაიპყრეს და მისგან მხოლოდ ნანგრევები დარჩა. ვუგლედარისთვის ბრძოლა ორი წელიწადი გაგრძელდა. ამ ფოტოზე ხედავთ ვუგლედარში განადგურებულ საცხოვრებელ სახლებს 2023 წლის სექტემბერში.

დამწვარი საცხოვრებელი სახლი ავდეევკაში, დონეცკის რეგიონში, 2023 წლის ნოემბერში. ქალაქისთვის ბრძოლის ბოლო კვირებში, რომელიც 2024 წლის თებერვალში დასრულდა, არცერთი შენობა არ დარჩენილა ხელუხლებელი. ადგილობრივი უკრაინელი მეთაურის თანახმად, რუსეთს ამ ქალაქის ოკუპაცია 47 000 ჯარისკაცის სიცოცხლის ფასი დაუჯდა. რუსეთის ხელისუფლება ღიად არ საუბრობს მათი არმიის დანაკარგებზე ცალკეულ ბრძოლებში თუ ზოგადად, ომში.

უკრაინელი ჯარისკაცი ავდეევკაში დგას ლითონის დაზიანებული წარწერის წინ, რომელიც ამბობს - „მე მიყვარს ავდეევკა“. ეს ფოტო 2023 წლის ნოემბერში გადაიღო რადიო თავისუფლების ფოტოჟურნალისტმა სერჰი ნუჟნენკომ, როცა ქალაქს ოკუპაციამდე ბოლოჯერ ესტუმრა. რუსეთის არმიამ ავდეევკა 2024 წლის თებერვალში დაიპყრო, ბრძოლის ბოლო ფაზა ხუთ თვეზე მეტხანს გაგრძელდა.
ეს სახლი სოფელ პრეჩისტივკაში, ვუგლედართან, 2023 წლის მაისში გააპარტახეს. რუსულმა ჯარმა ეს დასახლება 2024 წლის სექტემბერში დაიკავა.
წარწერა კედელზე - „რუსებო, გილოცავთ, ჯოჯოხეთში მოხვდით“, დონეცკის რეგიონის ქალაქ ნიუ-იორკი. რუსებმა 2024 წლის აგვისტოში გამოაცხადეს, რომ ნიუ-იორკი დაიპყრეს, მაგრამ სექტემბერში უკრაინის ჯარი იუწყებოდა, რომ ამ სოფელში ისევ იბრძოდნენ. DeepState-ის რუკის მიხედვით, ნიუ-იორკი 2024 წლის ოქტომბრიდან სრული რუსული ოკუპაციის ქვეშაა.
დონეცკის რეგიონი, 2023 წლის ივნისი. სოფელი ბლაგოდატნოე ერთ-ერთი იყო, რომელიც უკრაინულმა ჯარმა 2023 წლის ზაფხულის კონტრშეტევისას გაათავისუფლა, როცა ნუჟნენკომ ეს ფოტო გადაიღო. 2024 წლის დეკემბერში რუსებმა ისევ დაიპყრეს ბლაგოდატნოე.
ქალაქ სელიდოვეს ქუჩები, პოკროვსკთან, დონეცკის რეგიონში. ეს ფოტო გადაიღეს 2024 წლის 9 ოქტომბერს, 31 ოქტომბერს კი სელიდოვე ოკუპაციის ქვეშ მოექცა.
ადგილობრივი მაცხოვრებელი დგას თავის სახელთან სოფელ ტერნიში, დონეცკის რეგიონში, 2023 წლის მარტში. მძიმედ დაზიანებული სოფლისთვის ბრძოლა 2023 წლის იანვარში დაიწყო. ამ წლის დასაწყისში სრული ოკუპაციის ქვეშ მოექცა.
ველოსიპედი ვუგლედარში. ეს პატარა ქალაქი მრავალსართულიანი შენობებით მთაზე მდებარეობს, რაც უკრაინის ჯარს ბრძოლისას უპირატესობას აძლევდა და მექანიზებული თავდასხმების მოგერიების საშუალება მისცა.
DeepState-ის რუკის მიხედვით, დონეცკის რეგიონის ქალაქ ჩასოვი იარს ნაწილობრივ იკავებს რუსული ჯარი. ამ ფოტოზე ხედავთ კანალის უბანს, რომელიც 2024 წლის ივლისში დაიპყრეს რუსებმა. ამ ქალაქისთვის ბრძოლა 2023 წლის მაისში, ბახმუტის ოკუპაციის შემდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება.
ავდეევკის დაპყრობის შემდეგ, რუსებმა წინსვლა გააგრძელეს. ეს ფოტო გადაღებულია 2023 წლის ნოემბერში, გზად ავდეევკიდან და სოფელ ბერდიჩიმდე. ბერდიჩის ოკუპაცია უკრაინის ჯარმა 2024 წლის აპრილში დაადასტურა.
ადგილი დონეცკის რეგიონის კურახოვეს ოლქში 2024 წლის მაისში. იმ დროს აქ გრძელდებოდა გაზაფხულის ხვნა-თესვა. ეს ადგილი 2024 ნოემბერში დაიკავეს და ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი, კურახოვე, ამა წლის იანვრიდან მოექცა ოკუპაციის ქვეშ.
რიტა თავის კატასთან ერთად ავდეევკაში. მათი ასავალ-დასავალი უცნობია. ოკუპაციის დროს, ავდეევკაში დაახლოებით 900 ადგილობრივი მაცხოვრებელი რჩებოდა. ხალხი სარდაფებში ცხოვრობდა და ჰუმანიტარული დახმარებით გაჰქონდა თავი, სანამ მისი მიწოდება შესაძლებელი იყო. ომამდე ავდეევკაში დაახლოებით 30 000 ადამიანი ცხოვრობდა.
2024 წლის ივლისში დონეცკის რეგიონის სოფელ ვოზდვიჟენკასთვის დაიწყო ბრძოლა. ცოტა ხნით ადრე, 2024 წლის მაისში, ნუჟნენკომ აღბეჭდა დაბომბვის შედეგი ვოზდვიჟენკასთან მდებარე ფერმაზე. იანვრის მდგომარეობით ვოზდვიჟენკა ოკუპირებულია.
მიწა დონეცკის რეგიონში, სოფელ კოსტიანტინივკასთან. ის 2024 წლის სექტემბერში დაიპყრეს, ამ ფოტოს გადაღებიდან ოთხ თვეში.
ქალის ევაკუაცია დონეცკის რეგიონის ქალაქ ნოვოჰროდივკიდან 2024 წლის აგვისტოში. ქალაქი ამ ფოტოს გადაღებიდან 20 დღეში დაიკავა რუსულმა ჯარმა. მარჯვენა კაცი ოუენია, მოხალისე ახალი ზელანდიიდან. ის ყოფილი სამხედრო ექიმია და უკრაინაში ადამიანების გადასარჩენად ჩავიდა.