აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სასტიპენდიო პროგრამის (Fulbright) 50 მონაწილე „ხაზგასმით გმობს“ „ქართული ოცნების“ მმართველობის გადაწყვეტილებებს, რაც, მათი შეფასებით, „სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ კურსს, ასევე, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს“.
პირველ დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში „ფულბრაიტის“ სტიპენდიანტები წერენ, რომ „ქართული ოცნების“ მიღებული გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, „უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ურყევ ნებას - გახდეს ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი“.
„კატეგორიულად ვგმობთ პროტესტის მონაწილეთა მიმართ არალეგიტიმური და სასტიკი ძალის გამოყენებას. მხარს ვუჭერთ საქართველოს ქალაქებსა და საზღვარგარეთ მიმდინარე სამართლიან, მშვიდობიან პროტესტს და ამ პროტესტში მონაწილე ადამიანებს, მათ შორის, გაფიცულ სტუდენტებსა და იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც იბრძვიან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის დასაცავად“, - წერია განცხადებაში.
„დღეს, საქართველო რთულ გზაგასაყარზე იმყოფება, სადაც დემოკრატიული ღირებულებების შენარჩუნება და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ხოლო დასავლური სამყაროსგან იზოლირება ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და სახელმწიფოს სტრატეგიული პარტნიორების გარეშე ტოვებს“, - მიიჩნევენ ისინი.
„მიგვაჩნია, რომ ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისა და სტუდენტების, მოვალეობაა, მხარი დავუჭიროთ ქვეყნის განვითარებას იმ ცოდნითა და გამოცდილებით, რომელსაც ვიღებთ საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში. გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი, რამეთუ გვწამს, რომ საქართველოს მომავალი დაკავშირებულია ევროპულ ოჯახთან, რომლის ფუნდამენტიც თავისუფლება, კეთილდღეობა და მშვიდობაა“, - აცხადებენ ხელმომწერები.
ისინი საქართველოს ყველა სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს სთხოვენ, „დროულად მიიღონ ის საჭირო დიპლომატიური, პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები, რაც მხარს დაუჭერს ქართველ ხალხს კონსტიტუციური უფლებებისთვის სამართლიან ბრძოლაში“.
ასევე ნახეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზეგანცხადებას ხელს აწერენ სხვადასხვა პერიოდში პროგრამის სტიპენდიანტები:
1. ლადო ჯავახიშვილი, ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2025 წელი
2. ნაია ბეგაშვილი, ჯორჯიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის და მონაცემთა ანალიტიკის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2026 წელი
3. იაკობ დადვანი, ტეხასის A&M უნივერსიტეტის ჯორჯ ბუშის მმართველობისა და საჯარო სამსახურის სკოლის ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2026 წელი
4. გვანცა დოლბაია, ნოტრ დამის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2025 წელი
5. მერი ქადაგიძე, ვაშინგტონის უნივერსიტეტის განათლების პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2026 წელი
6. სალომე ცეცხლაძე, სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2026 წელი
7. თეკლა გაგოშიძე, მიდლბერის საერთაშორისო ინსტიტუტის საერთაშორისო განვითარების სამაგისტრო პროგრამა, 2024-2026 წელი
8. სალომე აფხაზიშვილი, სამხრეთ ინდიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა, 2018-2020 წელი
9. ნათია მეზვრიშვილი, ცინცინატის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამა, 2016-2017 წელი
10. დემეტრე შანშიაშვილი, რანსელიერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციისა და მეწარმეობის სამაგისტრო პროგრამა, 2019-2020 წელი
11. ნიკოლოზ გაჩეჩილაძე, მინესოტას უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, 2023-2025 წელი
12. მარიამ ჟორჟოლიანი, კლარკის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, 2023-2025 წელი
13. ნოდარ კვაჭანტირაძე, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მშენებლობის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა, 2023-2025 წელი
14. ნათიკა ქანთარია, მინესოტას უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა სამაგისტრო პროგრამა, 2022-2024 წელი
15. მარიამ მალიძე, ვანდერბილტის უნივერსიტეტის ფინანსების სამაგისტრო პროგრამა, 2023-2024 წელი
16. მარიამ ლაცაბიძე, მინესოტას უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა, 2022-2024 წელი
17. ლუკა ლაზიშვილი, ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროგრამა, 2024-2026 წელი
18. ელიზბარ ხვიჩია, ტეხასის A&M, ჯორჯ ბუშის მმართველობისა და საჯარო სამსახურის სკოლის, საჯარო მართვის სამაგისტრო პროგრამა, 2023 - 2025 წელი
19. მარიამ პირველი, პიტსბურგის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროგრამა, 2023-2024 წელი
20. ანა არგანაშვილი, ტეხასის უნივერსიტეტის, ადამიანის უფლებების პროგრამა, 2019-2020 წელი
21. ნათია ჯავახიშვილი, ორეგონის უნივერსიტეტი, 2023-2028 წელი
22. ანა მაზმიშვილი, ტეხასის A&M უნივერსიტეტის ჯორჯ ბუშის მმართველობისა და საჯარო სამსახურის სკოლის, საჯარო მართვის სამაგისტრო პროგრამა, 2019-2021 წელი
23. ალექსანდრე ხარატიშვილი, ნიუ-ორლეანის ლოილას უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2025 წელი
24. მარიამ გამდლიშვილი, სამხრეთ ინდიანას უნივერსიტეტი, კომუნიკაციების სამაგისტრო პროგრამა, 2019-2021 წელი
25. ანიტა თვაური, სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტი (SIU), მედიის კვლევებისა და თეორიის სამაგისტრო პროგრამა, 2014-2016 წელი
26. სალომე სულაბერიძე, ოჰაიოს უნივერსიტეტი,(OU) კინო რეჟისურა, 2023-2026 წელი
27. ეთერი გვრიტიშვილი, კოლორადოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების სამაგისტრო პროგრამა, 2019-2020 წელი
28. არჩილ ბერიძე, სან ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომპიუტერული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა, 2021-2023 წელი
29. თეა ნათელაური, ტულეინის მედიცინის სკოლა, სამედიცინო გენეტიკის და დიაგნოსტიკური გენომიკის სამაგისტრო პროგრამა, 2022-2023 წელი
30. მარიამ კახიძე - მინესოტას უნივერსიტეტის ჰუბერტ ჰამფრის სკოლის საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა 2024-2026 წელი
31. სოფიკო ბერიაშვილი, მერილენდის უნივერსიტეტი, საერთაშორისო განათლების პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა, 2021-2023 წელი
32. თათული ოქრიაშვილი, ვილამეტის უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, 2018-2020 წელი 33.გულიკო მაჭარაშვილი, UConn (University of Connecticut), ადამიანის უფლებების და სოციალური სამართლიანობის სამაგისტრო პროგრამა, 2023-2024 წელი
34. ირინა მაჭავარიანი, მიზურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლა, 2021-2022 წელი
35. ელენა დარჯანია, აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის ურბანული დიზაინის სამაგისტრო პროგრამა, 2015-2016 წელი
36. მარიამ ჩაჩავა, ვაშინგტონის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა, 2021-2023 წელი
37. მარიამ ცისკარაშვილი, ტულეინის უნივერსიტეტი, ფინანსების სამაგისტრო პროგრამა, 2020-2021 წელი
38. ქეთევან მაისურაძე, ბოსტონ კოლეჯის ფინანსების სამაგისტრო პროგრამა, 2015-2016 წელი
39. ბექა კირტავა, კოლუმბია კოლეჯ ჩიკაგო, კინო და ტელე პროდიუსინგის სამაგისტრო პროგრამა, 2020-2022 წელი
40. ანა ჩხეიძე, ვაშინგტონის უნივერსიტეტი, საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა, 2017-2019 წელი
41.სალომე ბახსოლიანი, ლოიოლას უნივერსიტეტი ნიუ ორლეანში, სამართლის სამაგისტრო პროგრამა, 2022-2023 წელი
42. ნიუ-ორლეანის ლოილას უნივერსიტეტის სამა რთლის სამაგისტრო პროგრამა, 2022-2023 წელი
43. ალექსანდრე ხუნჯუა, ტეხასის A&M უნივერსიტეტის, ჯორჯ ბუშის მმართველობისა და საჯარო სამსახურის სკოლა, 2018-2020 წელი
44. ნინო მათეშვილი, ჩრდილოეთ აიოვას უნივერსიტეტის გეოგრაფიის სამაგისტრო პროგრამა (კონცენტრაცია დემოგრაფიასა და GIS-ში) 2020-2022 წელი
45. გუგა ბურდული, Temple University, გამოთვლითი მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა, 2020-2022 წელი
46. ალექსანდრე ონიანი, Bentley University, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, 2021-2023 წელი
47. არკადი აკოფიანი, Iowa State University, ელექტროინჟინერიის, კერძოდ მიკროელექტრინჟინერიისა და ნახევარგამტარების სამაგისტრო პროგრამა 2020-2022 წელი
48. ქეთევან ხვედელიძე, როჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (RIT), ფინანსების სამაგისტრო პროგრამა, 2015-2016 წელი
49. ქეთევან ჩადუნელი, ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა. 2019-2020 წელი
50. მარიამ ბეგიაშვილი, ბრენდაის უნივერსიტეტი, საერთაშორისო მდგრადი განვითარების სამაგისტრო პროგრამა, 2015-2017 წელი