ფრანკფურტში გადატანილი ქართული კულტურა

Your browser doesn’t support HTML5

ფრანკფურტში წიგნის ბაზრობა გაიხსნა, რომლის საპატიო სტუმარი ქვეყანა საქართველოა. 10-14 ოქტომბერს, საქართველოს უცხოელი სტუმრის წინაშე დატვირთული ლიტერატურული და კულტურული პროგრამით წარდგება. ამ დღეებში გამოიფინება უცხოეთში გამოცემული რამდენიმე ასეული ქართული წიგნი - მათ შორის, 300 უახლესი თარგმანი. ბაზრობის კვირეულზე ქართულ ლიტერატურას 72 ავტორი წარადგენს.