ფოტორეპორტაჟი: ფრინველების ფესტივალი

სანამ ჩიტის სახლებს ხეებზე დაკიდებენ, მანამდე მასში თვალსაჩინოებისთვის გიგანტური მწერები "შეასახლეს". 

გიდი ჭოგრიტებს არიგებს. რამდენიმე წუთში, ბავშვები სპეციალურად მომზადებულ ბილიკებზე ბოტანიკური ბაღის ფრინველებს დააკვირდებიან. 

თუმცა ბავშვებს უყურადღებოდ ბაღში არაფერი დარჩენიათ. არც ნაცნობი და არც უცნობი მცენარეები.

პირველი აღმოჩენა - ჭიანჭველების ბუდე და პირველი დასკვნა: აი ეს, ბზიკებისა და ფუტკრებს ნათესავი ჭიანჭველა "მებრძოლი" უნდა იყოს. 

ჭიაყელა, რომელიც გზად გადაეყარათ მზრუნველად გადასვეს ბალახში. თუმცა ისიც გაიფიქრეს - "ნეტა მოგზაურობის საწყის წერტილს ხომ არ დაუბრუნეს?"

მიუხედავად იმისა, რომ ბაყაყი პირველად არ უნახავთ მაინც გულმოდგინედ ცდილობდნენ მის ნაპირზე ამოტყუებას.

ეს ჩხიკვია. ბავშვებმა ასევე ნახეს მიმინო, შაშვი და ბევრი მტრედი.

ამბობენ, რომ მართალია განსხვავებული ფრინველი არ უნახავთ, მაინც, ბოტანიკურ ბაღში სტუმრობით კმაყოფილები დარჩნენ. განსაკუთრებით ფრინველების ჭოგრიტით დათვალიერება მოეწონათ.

ბოტანიკურ ბაღში სხვა ბევრი სახალისო, შემეცნებითი თამაშებიც გაიმართა.  

ნეტა რომელი ფრინველის სახელია გამოტოვებული ამ ფაზლში?  

ნეტა ვინ უფრო ლამაზ ჩიტს გამოჭრის ამ ფერადი ქაღალდებისგან?!

ესეც პროფესიონალი  და მოყვარულ ფოტოგრაფების თემატური გამოფენა