ფოტორეპორტაჟი: ნერგების ფესტივალი
ნერგების ფესტივალი უკვე სამი წელია ტარდება. მისი მიზანი გარემოზე ზრუნვა და ჩინელი ხალხის სახელით საქართველოში გამწვანების ხელშეწყობაა.
ხეების დარგვაში მონაწილეობას იღებდნენ საელჩოს თანამშრომლები.
ხეები დარგეს ბავშვებმაც.
ფესტივალი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით, ჩინეთის სავაჭრო პალატისა და 4U მულტიმედია ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა.
ფესტივალზე სიტყვით გამოვიდა ჩინეთის ელჩი ძი იენჩი, რომელმაც განაცხადა, რომ მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა და სპეციალური საღამოს ნაცვლად ამ ღონისძიებით ემშვიდობება საქართველოს.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლების კონცერტი.