ფოტორეპორტაჟი: 14 ივნისის საპროტესტო აქციები
"სახელმწიფო, სად ხარ?" - 14 ივნისს ლგბტქი თემის წევრები და მათი მხარდამჭერები მთავრობის კანცელარიასთან მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება თბილისის პრაიდის არდაშვების მოთხოვნით.
ლგბტქი თემისა და მათი მხარდამჭერების შეკრებამდე, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს სამღვდელოების წარმომადგენლებმა, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ და სხვა ჰომოფობიურად განწყობილმა მოქალაქეებმა - ლგბტქი აქციის წინააღმდეგ კონტრაქციის მოსაწყობად.
"ღირსების მარში" დაგეგმილია „თბილისი პრაიდის“ კვირეულის (18-23 ივნისი) ფარგლებში.
„თბილისი პრაიდის“ მონაწილეებმა მიმართეს ხელისუფლების პირველ პირებს, გაეკეთებინათ განცხადებები „თბილისი პრაიდის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.
ვითარებას რამდენიმე ასული პოლიციელი აკონტროლებდა და დაპირისპირებულებს შორის კორდონი იყო აღმართული.
მიმდინარე პროცესებს არ გამოხმაურებიან არც საქართველოს პრეზიდენტი და არც პარლამენტის თავმჯდომარე.
14 ივნისს „პრაიდის“ ორგანიზატორებმა აქცია საპატრიარქოს განცხადების გამოქვეყნების შემდეგ დაგეგმეს.
კანცელარიასთან შეკრებილი ჰომოფობიური ჯგუფები აგრესიულად იყვნენ განწყობილი.
თუკი ლგბტქი თემის წარმომადგენლები ტერიტორიიდან არ გავიდოდნენ, კონტრაქციის მონაწილეები მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.
კონტრაქციის მონაწილეთა რიგებიდან მუდმივად ისმოდა შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილები.
კონტრაქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევაც სცადეს.
მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ისმოდა კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის მისამართით. მათ ასევე შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს.
შსს-მ 14-15 ივნისის ღამეს კონტრაქციის ოცდარვა მონაწილე დააკავა.
ოცდარვა დაკავებულიდან ოცდაერთმა პოლიციის განყოფილება გვიან ღამით, ხელწერილის საფუძველზე დატოვა.
31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "თბილის პრაიდის" მონაწილეებს სახელმწიფო ვერ მისცემს უსაფრთხოების გარანტიებს.