25 დეკემბერს მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში მეუფე ჯუზეპე პაზოტომ, ტრადიციულად, საშობაო მესა აღავლინა.
სტიქაროსნები შობის დღესასწაულისთვის ემზადებიან.
ბაბუა შვილიშვილს სანთლების დანთებაში ეხმარება.
მეუფე ჯუზეპე ტაძარში მესის აღსავლენად შემოდის.
მრევლი მშვიდად ელოდება მესის დაწყებას.
მეუფე ჯუზეპე მრევლს ქრისტეს შობას ახარებს.
შობის სცენა თბილისის კათოლიკურ ეკლესიაში.
გოგონა მხურვალედ ლოცულობს თბილისის კათოლიკურ ეკლესიაში.
25 დეკემბერს თბილისში კათოლიკურ შობას აღნიშნავენ.
ორღანი სადღესასწაულო განწყობას ქმნის ტაძარში.
გუნდი ქრისტეს შობის საგალობლებს ასრულებს.
მესა დასასრულს უახლოვდება.
მრევლი შესაწირს აგროვებს.
თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკური კათედრალური ტაძარი შობის ღამეს.
მესის დასრულების შემდეგ მრევლს ცხელი შოკოლადით და გოზინაყით უმასპინძლდებიან.