SOS - მოწამლული ჰაერი!

აქციის მონაწილეები შეუფუთავი მშენებლობის ფაქტებს აპროტესტებდნენ. მათი თქმით, მშენებლობის ასე წარმართვა ჯანმრთელობისთვის საშიშია, გამოყოფილი მტვერი სიმსივნით დაავადების განვითარებას უწყობს ხელს.

აქციის მონაწილეები შეუფუთავ მშენებლობებზე კონტროლის გამკაცრების გარდა მოითხოვენ, დაწესდეს კონტროლი საწვავის ხარისხსა და გაუმართავ მანქანებზე.

თაკო ბასილია გამონაბოლქვის თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე დიდი პრობლემად მუნიციპალურ ყვითელ ავტობუსებს და მიკროავტობუსებს მიიჩნევს.

აქციის მონაწილეები მთავრობის 57-ე დადგენილების შესრულებას მოითხოვენ: მშენებელი ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ნორმები, ზედამხედველობის სამსახურმა კი დარღვევები აღმოფხვრას.

საპროტესტო აქციის პარალელურად, სააკაძის მოედნის გზაგამყოფებზე ხეების დარგვაში მონაწილეობა მიიღო თბილისის მერმა კახა კალაძემ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნანკა კალატოზიშვილის აზრით, მერიის დღევანდელი აქტივობა საკმარისი არ არის, მაშინ როდესაც მშენებლობისთვის პერმანენტულად იჩეხება ნარგავები.