COVID -19 და სპორტი

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, ვაკის ფალავანთა კლუბი.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის შენობაში მდებარე ამ დარბაზში ყოველდღიურ რეჟიმში ემზადებიან ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ეს დარბაზიც დახურა.

თბილისის ოლიმპიური სასახლე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - თბილისი 2015-ისთვის აშენდა. ბოლო წლებში ამ შენობის მთავარ არენაზე არაერთი შიდა და საერთაშორისო შეჯიბრება გაიმართა, სპორტის ბევრ სახეობაში. ყველაზე აქტიურად დარბაზს კალათბურთელები იყენებენ, მაგრამ თითქმის ერთი კვირაა, მოედანზე არავინ გასულა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ 6 აპრილამდე შეაჩერა სუპერლიგა და ყველა ასაკობრივი ჯგუფის პირველობები.

რაგბის კავშირის სანაკრებო ბაზა „შევარდენიც“ დაკეტილია. „ბორჯღალოსნები“ სწორედ ამ მოედანზე უნდა მომზადებულიყვნენ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებთან სათამაშოდ, მაგრამ მატჩიც გადაიდო და საწვრთნელი პროცესიც შეჩერდა. ასევე შეჩერებულია საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი ყველა ლიგასა და ასაკობრივ ჯგუფში.

ვაკის ფალავანთა კლუბი 1967 წელს აშენდა. ამ დარბაზში ბევრი ლეგენდარული მოჭიდავე ვარჯიშობდა. ახლა ფალავანთა კლუბში საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები ემზადებიან, მაგრამ, შექმნილი ვითარების გამო საწვრთნელი პროცესი შეჩერებულია. დარბაზს დეზინფექცია ჩაუტარდა და გაურკვეველი ვადით დაიკეტა.

მინიფეხბურთის მოედანი „ჩემპიონი“.

საცურაო კომპლექსი „ოლიმპიკი“ საქართველოს წყალბურთის ნაკრების მთავარი არენაა. წყალბურთელები რამდენიმე კვირაში ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირში უნდა ჩაბმულიყვნენ, მაგრამ ტურნირიც გადაიდო და ოლიმპიკის აუზიც გაურკვეველი ვადით დაიხურა.

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაშიც სიცარიელეა. საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ აკადემიაში მდებარე დარბაზებს დეზინფექცია ჩაუტარა და საწვრთნელი პროცესი შეაჩერა.