ფოტოგალერეა: 20-21 ივნისის აქციაზე დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან

მოსამართლემ, ლევან გელოვანმა არ დააკმაყოფილა 20-21 ივნისის აქციაზე დაკავებულების ადვოკატების ის შუამდგომლობები, რომლითაც ისინი საქმის შეწყვეტას მოითხოვდნენ. 

სასამართლოს სხდომის დაწყებამდე მოსამართლემ უფლება მისცა დარბაზში შემოეყვანათ დაკავებულთა შვილები, რათა მათ მშობლების ნახვის საშუალება ჰქონოდათ.

ლევან ჯიქურის ოჯახი სხდომის დაწყებამდე.

პროცესს უამრავი ადამიანი ესწრებოდა. თითო სკამზე 2-3 ადამიანი იჯდა. ბევრი პროცესს მიღმა აღმოჩნდა დარბაზის სიმცირის გამო.

დაკავებულმა ლევან ჯიქურმა მოსამართლეს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უამბო. როგორც ის ამბობს, ყურადღებას არ აქცევენ. ჯიქური უკმაყოფილო იყო იმით, რომ პატიმრობაში ტოვებენ და აღნიშნა, რომ ოჯახთან ერთად არის ის, ვინც პარლამენტში შეჭრის შესახებ მოწოდებებით გამოდიოდა. 
მოსამართლე დაინტერესდა, მიმართა თუ არა მან პენიტენციურ სამსახურს სამედიცინო დახმარებისთვის.

ზურაბ ბუდაღაშვილის დედა საქალაქო სასამართლოში.

ბესიკ თამლიანის დედა.

მოსამართლის გადაწყვეტილებამ ხმაური და უკმაყოფილება გამოიწვია. რამდენიმე აქტივისტმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლოს ეზოში გააპროტესტეს დაკავებულთა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმე არსებით განხილვაში გადაეცა. შვიდი ბრალდებული პატიმრობაში რჩება.