ფოტო: საკონტროლო პუნქტები თბილისის შემოსასვლელებთან
საკონტროლო პუნქტი მცხეთასთან.
სამხედრო მოსამსახურე სპეციალური ხსნარით ამუშავებს სატრანსპორტო საშუალებას.
საკონტროლო პუნქტში მოქალაქეს ტემპერატურას დისტანციურად უზომავენ.
დისტანციური საზომის გარდა მოქალაქეებს ტემპერატურას ვერცხლისწყლიანი თერმომეტრითაც უზომავენ.
მოხუცებს, რომლებსაც შესაძლოა, მანქანიდან გადმოსვლა უჭირთ, სამედიცინო პერსონალი სატრანსპორტო საშუალებაშივე ამოწმებს.
საკონტროლო პუნქტი ფონიჭალასთან, მანქანებს აქაც ამოწმებენ.
ფონიჭალასთან, გზაჯვარედინთან მოწყობილ საკონტროლო პუნქტზე ტრანსპორტის გადაადგილებას პატრული არეგულირებს.
საკონტროლო პუნქტი ლილოსთან.
სამხედრო მოსამსახურე მანქანის მძღოლს, შემოწმების მიზნით, გზიდან გადასვლას სთხოვს.
სამხედრო მოსამსახურეები მარლის პირბადით და ხელთათმანებით, საკონტროლო პუნქტთან, ლილოში.