ფოტო: სოციალურად დისტანცირებული თბილისი

მოქალაქეები მაღაზიის  და აფთიაქის წინ რიგში დისტანციას იცავენ.

თბილისში დაიკეტა დიდი სავაჭრო ცენტრები და სხვა  მაღაზიები. მუშაობას განაგრძობს სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები.

მომსახურების სფეროში დასაქმებულები ვირუსისგან  თავდაცვის სხვადასხვა ხერხს მიმართავენ.

სამედიცინო  პირბადეს და ხელთათმანი  მნიშვნელოვან ატრიბუტად იქცა.

ავტობუსის გაჩერება კოსტავას ქუჩაზე.

შინ მყოფი ხალხი გამოძახების სერვისებით სარგებლობს.  

კორონავირუსის COVID-19- ის გავრცელების გამო აიკრძალა ქორწილისა და ქელეხის გადახდა. ასევე  სხვა ხალხმრავალი ღონისძიებების მოწყობა.

"მშრალ ხიდზე" რამდენიმე მოვაჭრეს მაინც შენიშნავთ, თუმცა უმეტესობა ითვალისწინებს რეკომენდაციას და შინ რჩება.

განახლებულ ორბელიანის მოედანზე რამდენიმე მეყვავილე მუშაობს.

ახლა ასე გამოიყურება ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და ტურისტული ქუჩა თბილისში.