დაძაბული 24 საათის შემდეგ, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ყველაზე დიდი საფრთხე შეუქმნა ხელისუფლებაში ყოფნის ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში და გაზარდა სამოქალაქო ომის შესაძლებლობა, ევგენი პრიგოჟინმა მოულოდნელად უბრძანა თავის ჯარს, შეეწყვიტათ მოსკოვისკენ მსვლელობა.
პრიგოჟინი, რომელმაც თავისი მებრძოლები რუსეთის არმიის უმაღლესი მეთაურების დასამხობად მოსკოვისკენ მიმართა, ბელარუსში წავა და მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, როგორც შეთანხმების ნაწილი, "სისხლისღვრის" თავიდან ასაცილებლად, განაცხადა კრემლმა 24 ივნისს.
ორი კაცი ფოტოს იღებს სამხედრო მანქანაში მყოფ "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლების ჯგუფთან ერთად დონის როსტოვის ქუჩაში. პრიგოჟინის და მისი ჯარის მიერ მოწყობილი „სამართლიანობის მსვლელობა“ ყველაზე დიდი საშინაო გამოწვევა იყო პუტინისთვის მისი მმართველობის მანძილზე.
მოქალაქეები ფოტოებს იღებენ, როცა „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლთა ერთი ჯგუფი ტანკზე ზის. 23 ივნისს, „ვაგნერის“ რაზმი რუსეთში შევიდა უკრაინის ტერიტორიიდან სამხრეთის სამხედრო ოლქის ადმინისტრაციული ცენტრის დასაკავებლად. პრიგოჟინი ამტკიცებდა, რომ რაკეტამ „ვაგნერელთა“ ბანაკს უკრაინაში "ზურგიდან" დაარტყა და ამ თავდასხმაში რუს სამხედროებს ადანაშაულებდა.
24 ივნისს, საღამოს „ვაგნერის“ წევრები დონის როსტოვში მდებარე სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბიდან გასასვლელად ემზადებიან, რათა დაბრუნდნენ თავიან ბაზაზე, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა პრიგოჟინის წინააღმდეგ "შეიარაღებული აჯანყებისკენ წაქეზებისთვის" მას შემდეგ, რაც თქვა, რომ მოაწყობდა "სამართლიანობის მსვლელობას" რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირთა წინააღმდეგ.
გახარებული ხალხი ვაგნერის დროშას აფრიალებს დონის როსტოვში, სამხედრო შტაბთან. კრემლმა განაცხადა, რომ შეთანხმება შედგა ბელარუსის მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას დახმარებით და შუამავლობით. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი და ლუკაშენკა პრიგოჟინის უსაფრთხოების გარანტიას იძლევიან.
ხალხი თავის მხარდაჭერას გამოხატავს გასამხედროებული დაჯგუფების მიმართ, როცა ისინი ქალაქის დატოვების ბრძანებას ელოდებიან.
კაცს ხელში რუსეთის დროშა უჭირავს და „ვაგნერის“ სამხედრო მანქანის წინ დგას. ჯავშანმანქანაზე წარწერაა - "როსტოვი".
ტანკზე მსხდომი „ვაგნერის“ მებრძოლები.
ქალი ფოტოს იღებს „ვაგნერის“ წევრთან ერთად.
„ვაგნერი“გასვლას იწყებს. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჯარები, რომლებიც პრიგოჟინს შეუერთდნენ ამბოხების დროს, პასუხისგებაში არ მიეცემიან, ხოლო მათ, ვინც არ შეუერთდა, თავდაცვის სამინისტრო მათ ხელშეკრულებებს შესთავაზებს.