„წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიის წიგნის კლუბი“ წარმოგიდგენთ ლევან ბერძენიშვილის საუბარს დიდი ფრანგი მწერლის, გუსტავ ფლობერის წიგნზე „გრძნობათა აღზრდა“. ფლობერმა ეს წიგნი ორჯერ დაწერა, პირველი ვერსია 1845 წელს დაასრულა, ხოლო მეორე – 1869 წელს. რომანის მოქმედება 1840 წელს იწყება და მიმდინარეობს 1848 წლის რევოლუციური მღელვარებისა და ხელისუფლებაში ნაპოლეონ III-ის მოსვლის ფონზე. რომანის ცენტრში ყმაწვილი კაცია შეძლებული ჯახიდან, ფრედერიკ მორო, რომელსაც პარიზიდან მშობლიურ ქალაქ ნოჟანამდე გემით მგზავრობისას შეუყვარდება ბალზაკის ასაკის გათხოვილი ქალბატონი მარი არნუ…