ფიტნეს-ინსტრუქტორი, რომელმაც 200-ტონიანი გემი ერთი თითით გასწია

Your browser doesn’t support HTML5

ყოფილ მკლავჭიდელ გიორგი როსტომაშვილს, წლებია, ახალი ინტერესი და მიზანი აქვს. 29 წლის ფიტნეს-ინსტრუქტორის ანგარიშზე უკვე გინესის თექვსმეტი რეკორდია. ბოლო რეკორდი რამდენიმე დღის წინ დაამყარა: ბათუმში ორასტონიანი გემი ერთი თითით დაძრა და რამდენიმე მეტრზე გასწია. გიორგი როსტომაშვილი თბილისში, დიდ დიღომში მდებარე პატარა სპორტულ დარბაზში მუშაობს და თან აქტიურად ემზადება გინესის ახალი რეკორდების დასამყარებლად.