ფილმი ხორავას ქუჩის შესახებ და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტები

Your browser doesn’t support HTML5

ლია ტოკლიკიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის, „გამომძიებელი რეპორტიორის“, ჟურნალისტი, ერთ-ერთი ავტორი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ გადაღებული ფილმისა, ფიქრობს, რომ მისი ფილმის გამოძახილია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ მომზადებული 2018-2020 წლის პროგრამული პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტების დამტკიცების შემდეგ შეიძლება ის მაუწყებლიდან დაითხოვონ. ამ საკითხის გასარკვევად საზოგადოებრივ მაუწყებელში შეხვედრაზე იმყოფებოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე. ის ადვოკატთან ერთად ბორდის თავმჯდომარეს შეხვდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭომ აპრილში შეიმუშავა პროგრამული პრიორიტეტების პროექტი, რომლის თანახმადაც, გარე შესყიდვის წესს უნდა დაექვემდებაროს დოკუმენტური ფილმები და ჟურნალისტური გამოძიების პროდუქტი.