ფიზიკური დაპირისპირება სოფელ საბირკენდში
Your browser doesn’t support HTML5
სოფელ საბირკენდში, მე-11 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი მამაკაცი ფიზიკურად დაუპირისპირდა „მრავალეთნიკური საქართველოს“ დამკვირვებელს, ანა მინასიანს, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა სცადა მისთვის ამომრჩეველთა სიის წართმევა.
მამაკაცმა, თქვა, რომ აგიტატორია, მის ჯიბეში ხელი ჩაყვეს და საკუთრება ამოაცალეს.
ანა მინასიანის თქმით, მან დაინახა, თავის სიაში როგორ იწერდა მამაკაცი მოსულ ამომრჩევლებს.