ფეხით ფერეიდნიდან - ოთხასი წლის შემდეგ უკანა გზაზე

Your browser doesn’t support HTML5

სამი ფერეიდნელი ქართველი საქართველოსკენ 31 დღის განმავლობაში ფეხით მოდიოდა. მათ 1411 კილომეტრი გამოიარეს და 10 სექტემბერს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი წითელ ხიდთან გადმოკვეთეს. ისმაილ დავითაშვილი, ომიდ გუგუნაშვილი და შაჰრამ ონიკაძე ირანის ისტორიული ქალაქიდან, ისპაჰანიდან, 100 კილომეტრში მდებარე ფერეიდნის პროვინციიდან არიან. სამივე იქაურ მარტყოფში ცხოვრობს, რომელსაც სოფელს ვერ უწოდებ, რადგან შედარებით დიდი დასახლებული პუნქტია. ფერეიდნელები საქართველოში 22 სექტემბრამდე დარჩებიან, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს მოივლიან და ადგილობრივ საზოგადოებას შეხვდებიან.