10 ძროხა და 1 ფერმერი სოფელ კონტუათიდან
Your browser doesn’t support HTML5
ირაკლი სოხაძე ქუთაისიდან ხონის რაიონის სოფელ კონტუათში ფერმერული მეურნეობის შესაქმნელად წავიდა. 10 ძროხა ჰყავს, ფერმას მარტო უვლის. უნდა, რომ ადგილობრივები დაასაქმოს და რძის კომბინატი დაარსოს. სოფელში ცხოვრება იმაზე სასიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა. ამბობს, რომ დასახულ მიზნამდე 3 წელი აშორებს.