ფელიქს ვარლა

Your browser doesn’t support HTML5

ვარლა, იგივე ფელიქს ვარლამიშვილი საქართველოსთვის უცნობი ქართველი მხატვარია, რომელიც წინა საუკუნის 20-იან წლებში საფრანგეთში წავიდა და იქ მოღვაწეობდა. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო სხვადასხვა ქვეყნების გალერიებში. თბილისში, დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში მისი ნამუშევრები პირველად გამოიფინა. 60-მდე ნახატი კერძო კოლექციებიდან და უშუალოდ მუზეუმიდან გამოიტანეს. გამოფენა 24 თებერვლამდე გაგრძელდება.