ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან პერსონაჟზე, ფაუსტზე. ამ პერსონაჟს ყველა იცნობს, როგორც გოეთეს ამავე სახელის დრამატული პოემის მთავარ გმირს, მეფისტოფელთან ერთად მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილის წევრს. ჩვენ ვისაუბრებთ არა მხოლოდ გოეთეს პერსონაჟზე, არამედ, პირველ ყოვლისა, ე.წ. „სახალხო ფაუსტზე“, მის ფრანგულ ვერსიაზე, ქრისტოფერ მარლოუს „დოქტორ ფაუსტზე“ და შტურმელების უამრავ „ფაუსტზე“. ფაუსტი ლიტერატურასა და თეატრში ვერ დაეტია და შეიჭრა მუსიკაში, სადაც გუნოს, ბიზეს ცნობილი ვერსიების გარდა გვხვდება ბეთჰოვენის, მოცარტის, ვაგნერის შემოქმედებაში. რა არის ფაუსტური პარადიგმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა სიახლე შეიტანა გოეთემ ფაუსტის სახეში, რა მოუვიდა ფაუსტს გოეთეს შემდეგ − ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.