ფარიკაობა ეტლიდან
Your browser doesn’t support HTML5
8 -11 ნოემბერს თბილისში იმართება მსოფლიო თასის გათამაშება ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში. ეს გახლავთ პირველი სარეიტინგო ტურნირი ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშებისთვის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 30 ქვეყნის, 300 მდე წარმომადგენელი. ღონისძიება საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.