ლაგოდეხში 4 ათასზე მეტი აბონენტი წყლის გარეშეა დარჩენილი

Your browser doesn’t support HTML5

22 ივლისს მოსული წვიმის შემდეგ ლაგოდეხისა და მიმდებარე ცხრა სოფლის მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. მოვარდნილმა წყალმა სათავე ნაგებობა დააზიანა. ერთადერთი ადგილი, სადაც დასალევად ვარგისი წყალი მოდის, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე ჭაბურღილია. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ მოსახლეობას წყალს სპეციალური წყალმზიდი ავტომანქანით არიგებენ, თუმცა ხალხი ამბობს, რომ ეს ავტომანქანა ყველა ქუჩაზე არ მიდის. მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს 11-მილიონიანი პროექტი, რომელმაც ყველა ეს პრობლემა უნდა მოაგვაროს.