„უჩინარი ძალა“ ახალციხელი სკოლის მოსწავლეების გამოგონება
Your browser doesn’t support HTML5
„უჩინარი ძალა“ ჰქვია მოწყობილობას, რომელიც ახალციხელმა ახალგაზრდებმა შექმნეს. ხელსაწყო უსინათლო ადამიანს მოძრაობისას დაბრკოლების აღმოჩენაში ეხმარება. მოწყობილობა იმუხტება და 10 საათი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ზოგი დეტალი საზღვარგარეთიდან გამოიწერეს, ზოგი კი ახალციხელ ხელოსნებთან მოიძიეს. 14 წლის კარაპეტმა და 16 წლის არსენმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და ნახევარფინალშიც გავიდნენ. მეზობელმა ბიჭებმა მეტალის დეტექტორი 2018 წელს ააწყეს. როცა გარემო შშმ პირებისთვის ადაპრიტებული არ არის, უსინათლოთა უსაფრთხო გადაადგილებაზე ახალგაზრდები ზრუნავენ.