"საქმის მასალები არასაკმარისია. მტკიცებულებები არასაკმარისია. არ დასტურდება, რომ მათ რაიმე სამართალდაღვევა ჩაიდინეს"

ნონა ქურდოვანიძე, საია-ს თავმჯდომარის მოადგილე

ნონა ქურდოვანიძე, საია-ს თავმჯდომარის მოადგილე იცავს იმ მოქალაქეების უფლებებს, რომლებიც 18 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის დაშლისას დააკავეს და 20 ნოემბერს გამთენიისას გაათავისუფლეს. საია სამართლებრივ დახმარებას უწევს 37 დაკავებულიდან 15 მოქალაქეს.

ნონა ქურდოვანიძე რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში აღწერს დარღვევებს, რომელთა თანხლებითაც მიმდინარეობს საქმეების განხილვა. იწყებს იმის აღნიშვნით, რომ 37-ვე პირის საქმის განხილვა დაეკისრა ერთ მოსამართლეს და ეს პროცესი „ღამის სამ საათზე დასრულდა ყველა საქმის გადადებით. მოსამართლე მხოლოდ იმასღა ასწრებდა, რომ პროცესები გადაედო“. გარდა ამისა: „ამავე მოსამართლეს ეწერა სხვა საქმეებიც, რომლებიც არ იყო დაკავშირებული აქციის მონაწილეებთან და შუალედებში იგივე მოსამართლე სხვა საქმეებსაც განიხილავდა“.

ნონა ქურდოვანიძე ხაზგასმით აღნიშნავს:

„დაკავებული პირები იყვნენ თავისუფლებაშეზღუდულები იმაზე დიდხანს, ვიდრე ამის საჭიროება არსებობდა და ვიდრე ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობდა“. სხვა დეტალები გუშინდელი დღის მიმდინარეობის შესახებ მოისმინეთ ინტერვიუს ჩანაწერში:

Your browser doesn’t support HTML5

ნონა ქურდოვანიძე 18 ნოემბერს დაკავებულთა საქმეებზე