ვინ არის უსახლკარო? როგორ უნდა დააზღვიოს სახელმწიფომ მოქალაქე გამოსახლებისგან? რას გულისხმობს სათანადო საცხოვრებლის უფლება? - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის კვლევაში ყურადღება სწორედ იმაზე გამახვილდა, რომ სახელმწიფოს არ აქვს სრულყოფილად განმარტებული, თუ ვინ ითვლება უსახლკაროდ და არც უსახლკარობასთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია გააჩნია.
EMC-ის დღეს გამოქვეყნებული კვლევა “უფლება სათანადო ცხოვრებაზე” მოიცავს საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების ანალიზს, მათ შორის შშმ პირებთან მიმართებით. კვლევაში მოცემულია სახელმწიფო უწყებებისთვის მიმართული რეკომენდაციები, თუ როგორი მიდგომებია სტანდარტთან შესაბამისი. კანონის ანალიზთან ერთად კვლევის ერთ-ერთი მიმართულება შშმ პირების სათანადო საცხოვრებლის უფლების მიმოხილვას ეხებოდა. EMC-ის წარმომადგენელი ლელა გვიშიანი ხაზს უსვამს იმას, რომ შშმ პირებისთვის განკუთვნილი სერვისები არ არის საკმარისად მორგებული ამ ადამიანების საჭიროებებზე:
“შშმ პირებისთვის სერვისების უმეტესობა არის ლიმიტირებული, ზოგიერთი კი სრულიად დახურულია. მაგალითად, ლილოს თავშესაფრის კარი სრულიად დაკეტილია შშმ პირებისთვის, რადგან დებულებაში უწერიათ, რომ თუ პირს არ შეუძლია თავის მოვლა, ის ვერ შევა თავშესაფარში. ხშირ შემთხვევაში კი ეს ადამიანები მოკლებული არიან ამ შესაძლებლობას. ლილო არის ქუჩაში მცხოვრები ადამიანებისთვის განკუთვნილი თავშესაფარი, ყველაზე დაუცველები კი მოხუცები და შშმ პირები არიან, რომელთაც ხშირად არ შეუძლიათ დამოუკიდებლად თავის მოვლა და ამ სერვისის მიწოდება მათთვის აუცილებელია”.
კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, მარიამ ჯანიაშვილმა, პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ არ არსებობს უსახლკაროთა ერთიანი ბაზა: „ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ რამდენიმე მუნიციპალიტეტი აწვდის სამინისტროს ინფორმაციას უსახლკაროთა შესახებ, სადაც არ არის გამიჯნული შშმ პირთა ჯგუფი და ჩვენთვის უცნობია, რამდენი უსახლკარო შშმ ადამიანი გვყავს ქვეყანაში“.
ჯერ კიდევ 2016 წელს გამოქვეყნებული გვქონდა ანგარიში სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული შშმ პირების ხელშეწყობის თაობაზე, მაგრამ დღესაც ვხედავთ, რომ არ გვაქვს შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი...ირინა ობოლაძე
კვლევის მიხედვით, ერთ-ერთი პრობლემა ამ ადამიანების საცხოვრებლით უზრუნველყოფას ეხება, როდესაც მუნიციპალურ დონეზე არაერთგვაროვანი კრიტერიუმები არსებობს და ცალკეული მუნიციპალიტეტები თავად წყვეტენ ვის მიანიჭონ პრიორიტეტი. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ირინა ობოლაძე ლაპარაკობს იმაზე, რომ, შშმ პირთა შესახებ გაცემული არაერთი რეკომენდაციისა და სპეციალური ანგარიშების მიუხედავად, პრობლემები უცვლელი რჩება:
„ჯერ კიდევ 2016 წელს გამოქვეყნებული გვქონდა ანგარიში სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული შშმ პირების ხელშეწყობის თაობაზე, მაგრამ დღესაც ვხედავთ, რომ არ გვაქვს შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფდა ამ ადამიანების საჭიროებებს. მხოლოდ ჭერი და საცხოვრებელი არ გულისხმობს სათანადო პირობებში ყოფნას. ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და სხვადასხვა სტაციონარებში არსებული პირების 30-40 % მხოლოდ იმიტომ იმყოფება იქ, რომ სხვაგან წასასვლელი ან საცხოვრებელი არ აქვთ“.
ასევე ნახეთ უჩინარი უსახლკაროებისაერთაშორისო პრაქტიკა გულისხმობს საცხოვრისის გრძელვადიანი სერვისების შეთავაზებას და დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობის შექმნას. შესაბამისად, კვლევაში ამოვიკითხავთ ასეთ რეკომენდაციასაც:
„სახელმწიფომ უზრუნველყოს სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებიდან გამოსული 18 წელს მიღწეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის პროგრამის დანერგვა, რაც უპასუხებს მათ საჭიროებებს და შექმნის დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას“.
ასევე ნახეთ დაუთვლელი უსახლკაროებისახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსი იმედოვნებს, რომ გაეროს კონვენციის განხორციელების პროცესში პრობლემები მოგვარდება. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა სახელმწიფო უწყებებს უკვე გაუგზავნა კვლევა და არ გამორიცხავს, რომ მომავალში მათთან სამუშაო შეხვედრები ექნება.