საჭადრაკო ოლიმპიადა - "მასშტაბური სპორტული ღონისძიება საქართველოში"

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების შესახებ ისაუბრებს კოტე ტუღუში, ახლო წარსულის ცნობილი კალათბურთელი და ახლა საკალათბურთო კლუბის „ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი.

23 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნება და მეორე დღეს დაიწყება მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელშიც 185 ქვეყნის მოჭადრაკეები მონაწილეობენ.

Your browser doesn’t support HTML5

სპორტული კვირა

ქართველი მოჭადრაკეებისა და ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქის ბათუმის მზადყოფნის შესახებ რადიომსმენელებს უამბობენ დიდოსტატები: ნანა ალექსანდრია, ელიზბარ უბილავა და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე.

გია გიორგაძის განცხადებით, 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა საქართველოსთვის უპრეცედენტოდ მასშტაბური სპორტული ღონისძიებაა. რეკორდულად მაღალია მონაწილეთა რაოდენობაც.

ასევე ნახეთ ბათუმი ყველაზე პრესტიჟული საჭადრაკო ტურნირისთვის ემზადება