უნგრეთი ზედხედით
კელეტის, ბუდაპეშტის მთავარი რკინიგზის სადგურის თავზე აღმართული ამ სამი ქანდაკებიდან ორი გამოსახავს ცეცხლისა (მარცხნივ) და წყლის (მარჯვნივ) ღმერთებს, რომელთა შორის მდგარ ქალის ქანდაკებას ხელთ უპყრია ამ ორი ელემენტის კომბინაციით მიღებული ორთქლი. ორთქლი ენერგიის მთავარი წყარო იყო მატარებლებისათვის. ქანდაკება 1884 წელს არის შექმნილი.
კავიჩსოს ტბის ეს კუნძული, თავისი აგარაკებითა და სასტუმროებით, ბუდაპეშტის სამხრეთით მდებარეობს.
სიმინდის ყანებში ჩაძირული სომოგივამოს უძველესი ეკლესია ბალატონის ტბის მახლობლად მდებარეობს. მიტოვებული ნანგრევებიღა დარჩა იმ სოფლისგან, რომელიც, გადმოცემის თანახმად, პირისაგან მიწისა აღიგავა ოსმალებთან ომის დროს, შუა საუკუნეებში რომ მძვინვარებდა ამ რეგიონში.
მატიაშის ეკლესია ბორცვიდან გადმოჰყურებს ბუდაპეშტს. უნგრეთის მეფეებს აკურთხებდნენ ამ უძველეს ქვის ტაძარში, რომელიც ძლიერ დაზიანდა 1945 წელს, როცა მოკავშირეთა ალყაში მოექცა ბუდაპეშტი. მისი რესტავრაცია მხოლოდ 1980-იან წლებში დასრულდა.
ფუზერის ციხესიმაგრე 1200 წლით თარიღდება. სლოვაკეთის საზღვრის მახლობლად მდებარე ეს ძეგლი1600-იან წლებში საგრძნობლად დაზიანდა, როდესაც აჯანყებულებმა მისი ბაზად გამოყენება სცადეს. დღესდღეობით ძეგლს რესტავრაცია უტარდება.
ხელებგადაჭდობილი ქალების ფიგურები სეგედში მდებარე შენობაზე. უნგრეთის სამხრეთში მდებარე ეს ქალაქი ცნობილია ე.წ. არტ-ნუვოს არქიტექტურული სტილით.
ესტერგომის ბაზილიკა მდინარე დუნაის ნაპირზე მდებარეობს. 1869 წელს აგებული ეს ბაზილიკა უდიდესია უნგრეთში არსებულ ამ სტილის ძეგლებს შორის. მდინარის მარცხენა მხარეს კი უკვე სლოვაკეთია.
ბუდას სასახლე მოსაღამოებულზე, დუნაის მარცხენა სანაპიროდან გადმოჰყურებს არემარეს.
ბენევოლენტის, ანუ მშვიდობის მფარველი ანგელოზის, ოქროსფერი ქანდაკება. ანგელოზი მტრედით ხელში ხვდება ბალატონის ტბის პორტში დაბრუნებულ ნავებს. რუსი მოქანდაკის, პიოტრ სტრონკის, ეს ძეგლი 2012 წელს აღიმართა.
ტურული, უნგრეთის მითოლოგიიდან ცნობილი გიგანტური მტაცებელი ფრინველი, ამაყად ზის ბუდაპეშტის სამეფო სასახლის კვარცხლბეკზე.
ტრაქტორი ბალახს ცელავს ბალატონის ტბის მახლობლად მდებარე ხეხილის ბაღში.
სეგედში მდებარე ეს სინაგოგა ებრაელთა მეოთხე უდიდეს სალოცავ სახლად ითვლება მთელ მსოფლიოში.
დასავლთ უნგრეთში, სუმეგის მახლობლად, გზაზე აღუმართავთ მწყემსების მფარველის, წმინდა ვენდელინის, ძეგლი.
მეთევზის მოტორიანი ნავის ხმაური არღვევს ბალატონის ტბაზე ზაფხულის დილის იდილიას. 80 კილომეტრის სიგრძისა და 14 კილომეტრის სიგანის ეს ტბა ყველაზე დიდია ცენტრალურ ევროპაში და, ასევე, ერთ-ერთი ყველაზე თავთხელი ტბაა - ადამიანმა ასობით მეტრი უნდა გაცუროს, წყალი წელამდე რომ მისწვდეს.
ბოლდოგკოს ციხესიმაგრე კლდოვან შვერილზეა აგებული უნგრეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში. უძველესი სასახლე აშენდა იმისათვის, რომ თავი დაეცვათ მონღოლთა ოქროს ურდოსაგან, რომელიც შიშის ზარს სცემდა ევროპას 1200-იან წლებში.
პანონჰალმის სააბატო ქალაქ გიორის მახლობლად ბორცვზე მდებარეობს. მონასტერში, რომელიც 996 წელს აიგო, 50 ბერმონაზონი ცხოვრობს.
ბუდაპეშტის თავისუფლების მონუმენტი, თავდაპირველი ჩანაფიქრით, იმ საბჭოთა ჯარისკაცების ხსოვნას ეძღვნებოდა, რომლებიც 1945 წელს დაიღუპნენ ბუდაპეშტის ალყის დროს. 1989 წლის უნგრეთის რევოლუციის შემდეგ კომუნისტური ეპოქის მრავალი ძეგლი იქნა აღებული, თავისუფლების ელეგანტურ ქანდაკებაზე კი შეცვალეს წარწერა, რათა იგიუნგრეთის თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალად ექციათ.
წმინდა სტეფანეს ძეგლი ბუდაპეშტში უნგრეთის პირველი მეფის პატივსაცემად ატარებს ამ სახელს. ეკლესიის შიგნით დღემდე შეიძლება თითქმის 1000 წლის განმავლობაში „უხრწნელი“ სტეფანეს მუმიფიცირებული მარჯვენა ხელის ნახვა.
მთავარანგელოზი გაბრიელი ბუდაპეშტში აღმართულ ამ ძეგლზე გამოსახულია უნგრეთის პირველი მეფის, წმინდა სტეფანეს, გვირვინითა და ჯვრით. ეს გვირგვინი, გადახრილი ჯვრით, იმ ორიგინალის ასლია, რომელიც პარლამენტის შენობაში ინახება.