უკრაინული ცენტრი სუამი-აშშ-ს ქარტიის იდეით გამოდის
Your browser doesn’t support HTML5
ირინა ვერეშჩუკი, „ბალტიისა და შავი ზღვების კონსენსუსის პრაქტიკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის“ პრეზიდენტია. ამ ცენტრში წარმოდგენილი არიან ევროპის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ყოფილი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები. უკრაინელი პოლიტოლოგი თავის გერმანელ კოლეგასთან, ანდრეას უმლანდთან ერთად აყალიბებს იდეას, რომ ევროკავშირისა და ნატოს შემდგომ გაფართოებამდე საჭიროა მეტი აქტიურობა ევროპის ე.წ. „ნაცრისფერი ზონის“ ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. ირინა ვერეშჩუკი თვლის, რომ ამისთვის შეიძლება განიხილებოდეს ორგანიზაცია სუამ-ისა და აშშ-ს ახალი ქარტიით დაკავშირება. მის პროტოტიპებად პოლიტოლოგს აშშ-ბალტიისა და აშშ-ადრიატიკის ქარტიები მოჰყავს. 2019 წელს უკრაინა სუამ-ის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაა. ჯერ კიდევ ნედლი იდეის განსახილველად ირინა ვერეშჩუკი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიწვევით თბილისში იმყოფებოდა. მოგვიანებით მოლდავეთსა და აზერბაიჯანში ჩასვლასაც გეგმავს.