15 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გამოაცხადა, რომ ისტორიულ საეკლესიო კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შეიქმნას უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესია.
„აღსრულდა,“ გამოუცხადა პოროშენკომ რამდენიმე ათას ადამიანს, რომელიც შაბათს კიევის ცენტში, სოფიის ტაძრის წინ ელოდა საეკლესიო კრების გადაწყვეტილებას.
ახალი ეკლესიის წინამძღოლად აირჩიეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს მიტროპოლიტი ეპიფანე (დუმენკო).
ახალი ეკლესიის წინამძღოლად აირჩიეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს მიტროპოლიტი ეპიფანე (დუმენკო).
სოფიის ტაძარში გამართული კრება საკვანძო მნიშვნელობის ეტაპია უკრაინელი მართლმადიდებლების მოსკოვისგან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის რთულ გზაზე.
პეტრო პოროშენკოსთვის, რომელიც 2019 წელს კვლავ იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში, უკრაინის ეკლესიის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვება ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირებაა.
„ვილოცოთ იმისთვის, რომ დღეს შეიქმნას უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესია“, თქვა პოროშენკომ კრების დაწყების წინ, როცა სოფლის ტაძრის წინ შეკრებილებს შეხვდა.
„ჩვენი ეკლესიის შექმნა უკრაინის დამოუკიდებლობის ხელახლა გამოცხადებაა და თქვენ ამ ისტორიული მოვლენის მთავარი მონაწილენი ხართ,“ დასძინა მან.
(ფოტო, რომელიც გადაღებულია წმ. სოფიის ტაძარში, სადაც მღვდელმთავრები შეიკრიბნენ, პრეზიდენტ პოროშენკოს პრესმდივანმა, სვიატოსლავ ცეგოლკომ გამოაქვეყნა ფეისბუკზე)
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქომ 13 დეკემბერს განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი ბართლომე , რომელიც მართლმადიდებელ სამყაროში არის „პირველი თანასწორთა შორის“, ტომოსს - ავტოკეფალიის შესახებ დოკუმენტს - გადასცემს უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის მომავალ მეთაურს 2019 წლის 6 იანვარს.
ჩვენი ეკლესიის შექმნა უკრაინის დამოუკიდებლობის ხელახლა გამოცხადებაა და თქვენ ამ ისტორიული მოვლენის მთავარი მონაწილენი ხართპეტრო პოროშენკო
ამჟამად უკრაინაში სამი მართლმადიდებელი ეკლესიაა: უკრაინის მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც რუსეთს ექვემდებარება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც; უკრაინის კიევის საპატრიარქოს მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას და მიიჩნევს, რომ უკრაინა მისი კანონიკური ტერიტორიაა. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ ახლახან მიმართვები დაუგზავნა რომის პაპს, ფრანცისკეს, მსოფლიო ეკლესიების მეთაურებს და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ასევე რიგ ქვეყნებს. მათში კირილე აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე.
მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ოქტომბერში გამოაცხადა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის გადაწყვეტილების შესახებ.
ასევე ნახეთ ნაბიჯი ავტოკეფალიისკენ - უკრაინამ მსოფლიო პატრიარქის მხარდაჭერა მიიღობართლომემ, რომელიც მსოფლიოს 300 მილიონი მართლმადიდებლის ლიდერად ითვლება, ეს განცხადება გააკეთა იმ ბრძოლის ფონზე, რომელსაც აწარმოებდნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიები რუსეთის ორბიტიდან გათავისუფლებისთვის.
ბართლომეს ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღის შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გამოაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად ურთიერთობას წყვეტს მსოფლიო საპატრიარქოსთან.
საეკლესიო ასპარეზზე მიმდინარე დაპირისპირებამ დაძაბულობა შემატა კიევსა და მოსკოვს შორის ისედაც გამწვავებულ ურთიერთობებს, რომლებიც რადიკალურად გაუარესდა 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის შემადგენლობაში შემავალი ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინელი სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ჯერჯერობით არ არის ნათელი. ახლახან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ განაცხადა, რომ გაეცნობიან მსოფლიო საპატრიარქოს და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარმოდგენილ მასალებს და წმინდა სინოდის სხდომაზე იმსჯელებენ ამ საკითხზე.