რუსეთის ომი უკრაინაში: ერთი წელი ფოტოებში

53 წლის მასწავლებელი ოლენა კურილო ომის დაწყების პირველ დღეს, ქალაქ ჩუჰუივის დაბომბვისას დაშავდა.

„ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამას მოვესწრებოდი“ - თქვა მან.

უკრაინელი ჯარისკაცები კიევში საბრძოლო პოზიციებს იკავებენ 2022 წლის 25 თებერვალს. რუსეთის ჯარმა ომის პირველ დღეებში უკრაინის დედაქალაქის გარეუბნებამდე მიაღწიეს.

განადგურებული რუსული ტექნიკა კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ბუჩას ქუჩებში, 2002 წლის 1 მარტი. რუსეთის ჯარმა ვერ მოახერხა კიევის ალყაში მოქცევა და საბოლოოდ მისი შემოგარენის დატოვება მოუწია.

მარინა იაცკო და მისი პარტნიორი ფედირი საავადმყოფოში შერბიან. ფედირს ხელში უჭირავს მათი 18 თვის ვაჟი, კირილო, რომელიც 2022 წლის 4 მარტს, მარიუპოლის დაბომბვისას დაშავდა. კირილოს გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მამაკაცს ბავშვი გაჰყავს ქალაქ ირპინიდან მას შემდეგ, რაც ის რუსეთის ჯარებმა დაბომბეს. 2022 წლის 6 მარტი.

გოგონა თავის კატასთან ერთად თავს აფარებს კიევის მეტროს სადგურს, 2022 წლის 8 მარტი.

უკრაინის მოსახლეობა მიწისქვეშ ცდილობდა რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან თავის დაცვას.

მასობრივი საფლავი მარიუპოლის მისადგომებთან, 2022 წლის 9 მარტი.

ამ საპორტო  ქალაქს რუსეთი თითქმის სამი თვის განმავლობაში უტევდა. შედეგად დაიღუპა ათობით ათასი მოსახლე და განადგურდა ქალაქის 90 პროცენტი.

საცხოვრებელ სახლი, რომელსაც ტანკიდან ესროლეს. მარიუპოლი, 2022 წლის 11 მარტი.

5 თვის ობოლს, რომელიც ალყაშემორტმულ ქალაქ სუმიდან დაიხსნეს, კიევის საავადმყოფოში სძინავს. 2022 წლის 20 მარტი.

ველოსიპედისტი ქალაქ ხარკოვში, რუსეთის დაბომბვის დროს. 25 მარტი, 2022

უკრაინელი ჯარისკაცი სატრანსპორტი თვითმფრინავის Antonov An-225 Mriya-ს გვერდით.

Mriya (რაც „ოცნებას“ ან „შთაგონებას“ ნიშნავს) მსოფლიოს უდიდესი ავიახომალდი იყო,  ის რუსეთის ავიადარტყმების შედეგად გოსტომელში განადგურდა, 27 თებერვალს.

იანა ბაჩეკი მამას გლოვობს. 79 წლის ვიქტორ ჰუბარევი 2022 წლის 18 აპრილს, ხარკოვის დაბომბვისას დაიღუპა.

რაზმი კიევში ასუფთავებს რუსეთის ძალების მიერ დაბომბილ საცხოვრებელ კორპუსს, 2022 წლის 18 აპრილი. დაბომბვის შედეგად დაიღუპა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ვირა ჰირიჩი, რომელიც ამ სახლში საცხოვრებლად ცოტა ხნის წინ იყო გადასული. ამ თავდასხმის შედეგად დაშავდა კიდევ 10 ადამიანი.

11 რუსი ჯარისკაცის გვამი სოფელ ვილხივკაში, რომელიც უკრაინის არმიამ 2022 წლის 9 მაისს გაათავისუფლა.

23 წლის ოკსანა ბალანდინა მეუღლესთან, ვიქტორთან ერთად ლვოვის საავადმყოფოში, 2022 წლის 13 მაისს. ოკსანამ ორივე ფეხი და მარცხენა ხელის ოთხი თითი დაკარგა, როდესაც მის სახლთან ბომბი ჩამოვარდა.

„აფეთქება იყო. ვიგრძენი, თითქოს ფეხები წყვდიადში გაუჩინარდა. მიმოვიხედე და დავინახე, რომ ფეხები აღარ მქონდა - მხოლოდ ძვლები, ხორცი და სისხლი“ - იხსენებს ოკსანა.

ოლენა მეუღლის, ოლეკსის ცხედარს დასტირის. ოლეკსი 2022 წლის 26 მაისს, ხარკოვის დაბომბვის დროს დაიღუპა.

ოჯახის წევრები უყურებენ მაშველებს. ისინი ელიან რომ გაიგონ, თუ რა ბედი ეწიათ მათ ახლობლებს, რომლებიც 2022 წლის 10 ივლისს რუსეთის დარტყმის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში მოყვნენ. ქალაქი ჩასივ-იარი, დონეცკის რეგიონი.

გოგონა, თავისი ძაღლით ხელში, ემშვიდობება ბებიასა და ბაბუას. საევაკუაციო მატარებელი დონეცკის რეგიონის ქალაქ პოკროვსკს ტოვებს 2022 წლის 2 აგვისტოს.

უკრაინის მთავრობამ დონეცკის რეგიონის მოსახლეობას იქაურობის დატოვება სთხოვა, რადგან იქ არ იყო გათბობა, ელექტროენერგია და სუფთა წყალი.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის სანაპირო 2022 წლის 9 აგვისტოს. უკან ჩანს რუსეთის სამხედრო ბაზა, რომელსაც კვამლი ასდის.

გასვენება ბუჩაში, 2022 წლის 11 აგვისტოს. 26 წლის ანასტასია ოჰრიმენკო ემშვიდობება თავის მეუღლეს, უკრაინელ ჯარისკაც იური შტიჰლიუკს, რომელიც ბრძოლაში დაიღუპა.

უკრაინელი ჯარისკაცი, რომელსაც ხელში საზამთრო უჭირავს, დონეცკის რეგიონის ფრონტის ხაზზე, 2022 წლის 3 სექტემბერს. საზამთრო უკრაინის შეიარაღებული ძალების ქალაქ ხერსონის გასათავისუფლებელი კონტრშეტევის სიმბოლოდ იქცა. ხერსონი რუსეთის ჯარებმა მარტში დაიკავეს.

ქალი ცდილობს თავისი ძაღლი გაათბოს ქალაქ კივშარივკაში, 2022 წლის 16 ოქტომბერს. მოსახლეობას არ ჰქონდა გაზი, დენი და წყალი.

ირანული „კამიკაძე დრონი“ მოქმედებაში. კიევი, 17 ოქტომბერი, 2022.

ხარკოვის სასაფლაოზე კრძალავენ უკრაინელ ჯარისკაცს, 22 წლის ვადიმ ბერეგნის. 2022 წლის 17 ოქტომბერი.

მოხუცებული წყვილი საფრონტო ქალაქ ბახმუტში, 2022 წლის 27 ოქტომბერს. ქალაქს რუსეთის ჯარები თვეების განმავლობაში უტევენ.

უკრაინელი არტილერისტები ბახმუტის მახლობლად. 2022 წლის 20 ნოემბერი.

კიევის ჩაბნელებული ქუჩები, 2022 წლის 14 დეკემბერი.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და მაშინდელი სპიკერი, ნენსი პელოსი უკრაინის დროშით ხელში. ბახმუტში მებრძოლი ჯარისკაცების მიერ ხელმოწერილი დროშა ამერიკელ კანონმდებლებს საჩუქრად გადასცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2022 წლის 21 დეკემბერს, კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

უკრაინელი კაცი, რომლის ცოლიც 2023 წლის 25 იანვარს დაიღუპა ზაპოროჟიეს დაბომბვის დროს.

ბავშვები დგანან კრატერთან, რომელიც რუსეთის რაკეტამ დატოვა კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ჰლევახაში, 2023 წლის 26 იანვარი.

განადგურებული რუსული ტანკი ქალაქ სვიატოჰირსკში. 2023 წლის 12 თებერვალი.