უკრაინა ომის დასრულებას ცდილობს სამშვიდობო სამიტზე

Your browser doesn’t support HTML5

შვეიცარიის ცნობით, სულ მცირე 90 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას 15-16 ივნისს სამიტზე, რომელიც უკრაინაში მშვიდობის დამყარების გზების გამონახვას მიეძღვნება. რუსეთი არ მონაწილეობს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი განიხილავს მშვიდობის ფორმულას, რომელიც მოიცავს მისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ბირთვულ უსაფრთხოებას, სურსათის უსაფრთხოებას და ტყვეებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას.