უდი გოგო ანა - სოფელ ზინობიანიდან

Your browser doesn’t support HTML5

ზინობიანი საქართველოში ერთადერთი სოფელია, სადაც უდიების შთამომავლები ცხოვრობენ - ეს ანა პაჭიკაშვილის (უდიურად პაჭიკის) მშობლიური სოფელია, რომელიც უნდა, რომ მიზიდულობის წერტილად იქცეს.
ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში ამ ადგილას, ყვარლის რაიონის ამ სოფელში, მაშინდელი ალბანეთიდან ჩამოსახლებული მართლმადიდებელი უდიები დასახლდნენ. ჯერ მიწურები ააშენეს, მერე კი ზინობიანის ადგილას მთელი სოფელი გაშენდა და იქაურობა აღარც დაუტოვებიათ - დღემდე მშვიდობიანად ცხოვრობენ.

რაც დრო გადის, მით უფრო იზრდება უდიური ენის დაკარგვის საფრთხე. ახალმა თაობამ ენა ცუდად იცის, ძველი თაობა ქრება, თუმცა ჯერ არ დავიწყებიათ უდიური კერძების რეცეპტები...

ანას ძალიან უნდა უდიების სოფელში ის ხალხი მიიზიდოს, ვისაც ამ ხალხზე, მათ კულტურასა და ტრადიციებზე მეტის გაგება სურს - სწორედ ამიტომ გადაწყვიტა თავისი წინაპრების სახლის განახლებაც და იქ სტუმრების მიღებაც. მან და მისმა მეუღლემ კი სწორედ ზინობიანში მოინდომეს ოჯახის კუთვნილი ფუტკრის სკებისთვის სხვა დატვირთვაც მიეცათ და თავიანთ ეზოში აპითერაპიის პატარა კოტეჯიც მოაწყვეს.

მიზანი ერთია - არ გაქრეს უდიური ენა, არ დაკარგოს ამ ხალხმა თავისი იდენტობა, გადარჩეს მათი ტრადიციები და, რაც მთავარია, სოფელს გვერდი აღარ აუარონ.