თბილისის მერია აცხადებს, რომ დღევანდელი მატჩის შემდეგ მოქალაქეებს ავტობუსების ნაწილი და მეტრო გახანგრძლივებული დროით მოემსახურება.
მერიის ცნობით, ესპანეთი-საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებებს შორის დღეს, 30 ივნისს, დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.
მერია ასევე იუწყება, რომ თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. გულშემატკივრების ნაწილი სწორედ აქ უყურებს მერვედფინალის მატჩს.
მატჩის დასრულების შემდეგ კი, მერიის ცნობით, მოქალაქეებს მოემსახურებიან ავტობუსები:
- N173,
- N301,
- N307,
- N311,
- N345,
- N351,
- N354,
- N358,
- N359,
- N385,
- N388.
გვიანობამდე იმუშავებს თბილისის მეტროც.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გერმანიის ქალაქ კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.
26 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.
ასევე ნახეთ რაც უნდა მოხდეს ესპანეთთან...