„პირველად ვხედავ ასე ახლოდან შენნაირ ადამიანს“. რა მოხდება თუ ორი ადამიანი, განსხვავებული შეხედულებებით, ინტერესებითა და წარსულით, რომლებსაც, ერთი შეხედვით, სალაპარაკო შეიძლება არც არაფერი ჰქონდეთ, პირისპირ აღმოჩნდებიან?
არტისტი ტრანსგენდერი ქალი ანასტასია პირველი და მეღვინე ლევან ქამუშაძე ერთმანეთს პირველად რადიო თავისუფლების სტუდიაში შეხვდნენ.