ტვინის 10 პროცენტს ვიყენებთ? რა სისულელეა!
Your browser doesn’t support HTML5
ლამის ყოველ წელს გამოდის ახალი წიგნი, ფილმი ან სერიალი, რომელიც დაჟინებით გვიმტკიცებს - ადამიანებს ტვინის მხოლოდ 10 პროცენტი გვაქვს ათვისებული და, რა საოცრება იქნება, აბი რომ დავლიოთ და მეტი ავითვისოთო! ვინ იცის, როგორი ჭკვიანები და მოხერხებულები გავხდეთო! თუმცა იმ აბს რომ დალევ, ალბათ, პირველ რიგში იმას იფიქრებ - მოიცა, რა 10 პროცენტი, ვინ მოიფიქრა მსგავსი აბსურდიო.