ტექნიკური ინსპექტირება - უსაფრთხოებისა და ეკოლოგიისთვის

Your browser doesn’t support HTML5

1 ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარე, მეორე ეტაპზე პროცესის მონიტორინგში ერთვება არასამთავრობო სექტორიც, კერძოდ, „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“.  მისი საქმიანობა  ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით მოსახლეობაში ე.წ. ტექინსპექტირების საჭიროების საინფორმაციო კამპანიის გამართვასაც გულისხმობს.