Your browser doesn’t support HTML5
ექიმი დავით გზირიშვილი ესაუბრება კოლეგას, კლინიცისტ დუდა მეტრეველს.
პოდკასტის თემებია:
- რაზეა დამოკიდებული ტესტირების ხარისხი?
- ვის აქვს ტესტირების უფლება, ანუ სად უნდა ტარდებოდეს გამოკვლევა?
- რა ტიპის ტესტი რისთვის გამოიყენება?
- რამდენი ხანი უნდა გავიდეს სავარაუდო ინფიცირებიდან, რომ ტესტირებას ჰქონდეს აზრი?
- რა სიმძლავრეები აქვს ჩვენს კერძო ლაბორატორიებს?
- როგორია საუკეთესო პრაქტიკა: კერძო კლინიკებმაც უნდა ატარონ ტესტები?
- რატომ შეიზღუდა ბაზარზე კორონავირუსის გამოკვლევაზე წვდომა და როგორ არის საქმე სხვა ქვეყნებში?
ცნებების და ტერმინების განმარტება
PCR კვლევა (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) -
მოლეკულური კვლევის მეთოდი, რომელიც ბიოლოგიურ ნიმუშში პოულობს ვირუსის გენეტიკურ მასალას. SARS-CoV-2- ის შემთხვევაში რნმ-ს (რიბონუკლეინის მჟავას). PCR კვლევას"ოქროს სტანდარტით" ტესტირებასაც უწოდებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მეთოდი სხვა მეთოდებთან შედარებით მაქსიმალური სპეციფიურობითა და მგრძნობელობით ხასიათდება.
ანტიგენის ტესტირება
იმუნოლოგიური კვლევის მეთოდი, რომელის დახმარებითაც სისხლში შესაძლებელია ხდება ამა თუ იმ ვირუსის სპეციფიკური ცილის - ანტიგენის აღმოჩენა.
PCR კვლევა და ანტიგენის ტესტირება იძლევა დიაგნოზის დასმის საშუალებას.
ანტისხეულების ტესტირება
სეროლოგიური კვლევა, რომელიც სისხლში პოულობს კონკრეტული ვირუსის წინააღმდეგ ორგანიზმის მიერ წარმოქმნილ ცილებს - M და G ტიპის/კლასის ანტისხეულებს. ამ ეტაპზე მოლეკურულ ტესტირებასთან (PCR) შედარებით ნაკლები სპეციფიურობა ახასიათებს. Იმის გამო, რომ ორგანიზმს ჭირდება დრო ანტისხეულების გამოსამუშავებლად (ინფიცირებიდან ერთ კვირაზე მეტი), ანუ უარყოფითი პასუხი არ ნიშნავს, რომ სინჯის აღების მომენტში პაციენტი ჯანრთელია, ანტისხეულების ტესტირება არ გამოიყენება COVID-19-ის სადიაგნოსტიკოთ. Სამაგიეროდ, ანტისხეულების ტესტირებით შეიძლება გადატანილი ინფექციის დადგენა, ძირითადად ეპიდემიოლოგიური კვლევების დროს.
ანტისხეულებით ტესტირება შეიძლება მხოლოდ სპეციალიზებულ კლინიკებში და ჭირდება დრო (ანუ არ ნიშნავს „სწრაფ ტესტებს“).
სწრაფი ტესტი
ვიწრო (სამოხმარებლო გაგებით), გულისხობს ბიოლოგიური მასალის ტესტირებას ყოფით პირობებში, რომელიც სწრაფად (რამდენიმე წუთში) იძლევა დიაგნოსტირების საშუალებას . სწრაფი ტესტი არ ტარდება ლაბორატორიაში ან სამედიცინო დაწესებულებაში. კლინიკურ/ლაბორატორიული თვალზასრისით, სწრაფი ტესტი გულისხმობს დროს (რამდენიმე საათი ან წუთი), და არა ტესტის ჩატარების ადგილს: არსებული მონაცემებით, SARS-COV-2 ვირუსის სწრაფი ტესტირება შესაძლებელია მოლეკულური მეთოდით და მხოლოდ სპეციალიზებულ ლაბორატორიებში. Გამონაკლისია GenXpert, რომელსაც საათები ჭირდებ, მაგრამ მისი გამოყენება შეიძლება სტანიონარში. Არსებობს PCR ტესტები, რომლებიც 15-30 წუთში იძლევა პასუხს (თვისობრივს, კი ან არა), მაგრამ. Ამ სწრაფი ტესტების გამოყენება შესაძებელებია მხოლოდ სპეციალიზებულ ლაბორატორიაში. აესეთი ტესტები შეიძლება ჩატარდეს
სასარგებლო ბმულები:
COVID - 19 დიაგნოსტიკის რეკომენდებული მეთოდები
COVID - 19 ლაბორატორიული დიაგნოსტიკა და მიღებული შედეგების შეფასება