ტაქსის მძღოლებმა ახალი წესები გააპროტესტეს
Your browser doesn’t support HTML5
ტაქსების საპროტესტო მსვლელობა სადგურის მოედანზე დაიწყო. კოლონამ მსვლელობა პარლამენტის შენობასთან დაასრულა, სადაც მათ სავალი ნაწილის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. აქციის ერთი მონაწილე პოლიციამ დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა. ორგანიზატორებმა შემდეგი აქცია 11 აპრილს დააანონსეს.