„ტამიფლუს“ ახალი მარაგი დაურიგდა აფთიაქებსა და მედიცინის ცენტრებს

Your browser doesn’t support HTML5

სააფთიაქო ქსელებსა და მედიცინის ცენტრებს ანტივირუსული პრეპარატის „ტამიფლუს“ ახალი მარაგი დაურიგდათ. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, „ტამიფლუს“ 13 000 დოზა ამ ეტაპზე, სრულიად საკმარისია ქვეყნისთვის. პრეპარატები სამი მიმართულებით გადანაწილდება და მათი გაცემა თბილისის მასშტაბით 12 იანვრის 21 საათიდან დაიწყება, რაიონებში კი ხვალ 12 საათიდან. გრიპით ინფიცირებულები პრეპარატს მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, უსასყიდლოდ მიიღებენ.