ტალინის მოხერხებული და სწრაფი ტრანსპორტი

Your browser doesn’t support HTML5

ტალინის ერთგვარი სახე მისი მუნიციპალური ტრანსპორტია. ესტონეთის დედაქალაქის ქუჩებში 4 მარშრუტზე 70 ტრამვაი მოძრაობს, მთელ ქალაქში კი მგზავრები 450 ევროსტანდარტის ავტობუსს გადაჰყავს. ამის მიუხედავად, ქალაქში ვერ ნახავთ საცობებს. ტალინის მერიამ ახლახან ესპანეთისგან 17 ახალ ტრამვაი შეიძინა, ყოველ მათგანს ქალის სახელი დაარქვეს. ევროკავშირის დაფინანსებით, რომელიც, დაახლოებით, 100 მილიონი ევროა, სალიანდაგო ხაზები ფრანგულმა კომპანია „სისტრამ“ განაახლა. ეს ის კომპანიაა, რომელიც ჯერ კიდევ 9 წლის წინ საქართველოს მთავრობამ მოიწვია მიწისზედა ელექტროტრანსპორტის აღსადგენად. „სისტრას“ კვლევითი სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ ამ მიმართულებით ფრანგულ კომპანიასთან ურთიერთობა შეწყდა. თავად ტალინელებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა.