ტაიიბ სალიჰი, ჩრდილოეთში მიგრაციის სეზონი

„წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს სუდანელი მწერლის, ტაიიბ სალიჰის, არაბულად დაწერილ რომანზე „ჩრდილოეთში მიგრაციის სეზონი“ (მაუსიმ ალ-ჰიჯრაჰ ილა ალ შამალ).

რომანი აღწერს დასავლეთისა და აღმოსავლეთის შეჯახებას თანამედროვე სუდანში. დამასკის არაბულმა აკადემიამ ეს წიგნი მეოცე საუკუნის საუკეთესო არაბულენოვან წიგნად აღიარა.

რომანი მოგზაურ აფრიკელზეა, რომელიც ხანგრძლივი ევროპული განათლებისა და ვოიაჟის შემდეგ შინ დაბრუნდა. ამბავს დაუდგენელ მსმენელებს უყვება ასევე დაუდგენელი მთხრობელი. მთხრობელი ბრუნდება ნილოსზე განლაგებულ თავის სოფელში, ვად ხამიდში, მას შემდეგ, რაც ინგლისში დისერტაცია დაუწერია რომელიღაც ნაკლებად მნიშვნელოვანი ინგლისელი პოეტის ცხოვრებაზე.

მთხრობელი ხვდება სოფლის მცხოვრებ მუსტაფა საიდს, საიდუმლოთი მოცულ ადამიანს, რომლის გამო სამმა ცოლმა თავი უკვე მოიკლა და მეოთხეს თვითონ კლავს...