სუსლიაკების საქმე: დედაა თუ ბავშვებით მოვაჭრე?

Your browser doesn’t support HTML5

„პროკურატურაში, შს სამინისტროსა და სასამართლო სისტემაში არიან თანამდებობის პირები, რომლებსაც უნდათ, რომ იულია სუსლიაკის მიმართ დააყენონ გამამტყუნებელი განაჩენი და შემდგომში გადაწყვიტონ ბავშვების ბედი, თავიანთი შეხედულებისამებრ“, - ვარაუდობს ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის ადვოკატი ზურაბ თოდუა. მან გენერალური პროკურორის სახელზე საჩივარიც შეიტანა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ ქართულ მხარეს სიმართლის დადგენა არ უნდა, შეგნებულად ჭიანურდება დნმ-ექსპერტიზა და იმასაც შიშობს, რომ ბავშვებზე შესაძლოა ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდეს.