3 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" ტელეფონით ჩაერთო სულხან სალაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე. მან ილაპარაკა საზმაუს თანამშრომლებისთვის მენეჯმენტის მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ შეთავაზებაზე და დასაქმებულთა უფლებების სავარაუდო დარღვევაზე: "თავისი არსით ეს დოკუმენტი უფრო გათავისუფლებას გულისხმობს, ვიდრე რაიმე ტიპის შეთავაზებას", - აცხადებს საია-ს თავმჯდომარე "დილის საუბრებში". სულხან სალაძე შენიშნავს, რომ დღემდე არ არსებობს პასუხი კითხვაზე - რამდენი თანამშრომელი უნდა იყოს საზოგადოებრივ მაუწყებელში? მისივე განცხადებით, მაუწყებელს არ აქვს თანამშრომელთა საშტატო განრიგი და მათი თანამდებობრივი სარგოს განმსაზღვრელი დოკუმენტი. "თუ მენეჯმენტს ჰგონია, რომ კარგი შეთავაზება გააკეთა და მარტივად დაასრულებს პროცესს, ძალიან ცდება", - ამბობს საია-ს თავმჯდომარე.
Your browser doesn’t support HTML5