სოზარ სუბარი ხაიშელებს შეხვდა
Your browser doesn’t support HTML5
ხაიშის გამგეობის შენობაში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი და პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ხე-ტყის კანონიერად მოპოვების გზები განიხილეს. 29 ივლისს ხაიშში ადგილობრივები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და იმ წინადადებებს შეიმუშავებენ, რომლებიც 10 დღის შემდეგ ხაიშში ჩასულ მთავრობას უნდა გააცნონ.