სტიქია ლაგოდეხში

Your browser doesn’t support HTML5

გადაუღებელმა წვიმამ ლაგოდეხში მდინარეები აადიდა, რამაც წყალდიდობა გამოწვია. სტიქიამ 5 თემის 100-მდე ოჯახი დააზარალა. დატბორილია სახნავ-სათესი მიწები და საკარმიდამო ნაკვეთები. წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შევარდა. დაზიანებულია საოჯახო ნივთები და ტექნიკა. ზარალის ოდენობა ჯერ ცნობილი არ არის. ლაგოდეხში ამ დრომდე ებრძვიან სტიქიის შედეგებს.